skip to content
ახალი ამბები

ბურჯანაძე: რუსეთის ელჩის დაბრუნება დადებითია, მაგრამ საკმარისი არ არის

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ 21 იანვარს განაცხადა, რომ რუსეთის გადაწყვეტილება ელჩის თბილისში დაბრუნების თაობაზე “დადებითი ნაბიჯია“, თუმცა მან იქვე დასძინა, რომ ეს არ არის საკმარისი რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების ნორმალურ კალაპოტში დასაბრუნებლად.


რუსეთის ელჩი ვიაჩესლავ კოვალენკო საქართველოში 22 იანვარს ბრუნდება.


იგი თბილისში მოსკოვიდან ერევნის გავლით ჩამოვა, რადგანაც რუსეთს ჯერ არ აღუდგენია პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა მოსკოვსა და თბილისს შორის.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button