skip to content
ახალი ამბები

მემარჯვენეები მთავრობას სიცრუეში ადანაშაულებენ

ახალი მემარჯვენეები აპროტესტებენ, რომ მოსახლეობიდან ამოღებული თანხებით დაიფარება ის 125 მლნ ლარიანი საბიუჯეტო კრედიტი, რომელიც მთავრობამ გაზის სამომხმარებლო ტარიფის ზრდის დროებითი შეჩერების მიზნით გაზგამანაწილებელ კომპანიებზე გასცა.


მთავრობის 3 იანვრის განკარგულებით,  კრედიტის გადახდის ერთადერთ წყაროდ ტარიფის მოსალოდნელი ზრდა სახელდება, რომელიც ჯერჯერობით უცვლელია მიუხედავად იმისა, რომ 2007 წლის 1 იანვრიდან ათას კუბურ მეტრ რუსულ გაზზე ფასი 235 აშშ დოლარამდე გაძვრიდა.


“ეს იყო ჩვენი ეჭვის საგანი, რომ ეს ნამატი დააწვებოდა აუცილებლად მოსახლეობას, ამას ადასტურებს [მთავრობის] განკარგულებაც. ეს სხვა არაფერია, თუ არა ერთის მხრივ, საქართველოს მთავრობის სიცრუე და საქართველოს მოსახლეობის მოტყუება და მეორეს მხრივ, დეკლარირება გაძვირებული ტარიფების თაობაზე, რაც საქართველოს ხელისუფლების ბრალია“, – განაცხადა 17 იანვარს ახალი მემარჯვენეების წარმომადგენელმა, დეპუტატმა მამუკა კაციტაძემ.


მის ამ განცხადებას “არასერიოზული“ უწოდა უმრავლესობის ლიდერმა მაია ნადირაძემ.


“ყველაფერში ეძებენ ხალხისადმი შეთქმულების თეორიას. ოპოზიციას შეუძლია გააგრძელოს ასეთი არაკვალიფიციური განცხადებები და თქვას, რომ ხელისუფლება კი არ ზრუნავს ხალხზე, არამედ “მემარჯვენეები“ მემარცხენე პოზიციიდან“, – განუცხადა ჟურნალისტებს ნადირაძემ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button