skip to content
ახალი ამბები

გაეროს დამკვირვებლები კოდორის მონიტორინგის შედეგებს აქვეყნებენ

გაეროს დამკვირვებლებისა და რუსეთის სამშვიდობო ძალების მიერ ზემო კოდორის ხეობაში ჩატარებული ერთობლივი მონიტორინგის შედეგად დაფიქსრდა, რომ ხეობაში ამჟამად საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ძალები, დაახლოებით 250 კაცი, იმყოფება, ნათქვამია საქართველოში გაეროს დამკვირვებელთა მისიის მიერ 22 დეკემბერს გავრცელებულ განცხადებაში.


1994 წლის შეთანხმების მიხედვით, ქართულ მხარეს მხოლოდ თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი ძალების განთავსება ეკრძალება ზემო კოდორის ხეობაში.


მონიტორინგის შედეგად, რომელიც 13-16 დეკემბერს ჩატარდა, კოდორის ხეობაში “მძიმე შეიარაღება არ დაფიქსირებულა”, აცხადებს გაეროს დამკვირვებელთა მისია.


ამავე განცხადებაში ნათქვამია, რომ “შეზღუდული დროის გამო” ვერ მოხერხდა მთელი ზემო კოდორის მონიტორინგი.

This post is also available in: English Русский

Back to top button