skip to content
ახალი ამბები

გერმანიის ცემენტის უმსხვილესი კომპანია საქართველოში საქმიანობას აფართოებს

გერმანიის უმსხვილესმა ცემენტის მწარმოებელმა კომპანიამ HeidelbergCement-მა 23 ნოემბერს განაცხადა, რომ ქართული კომპანიის “საქცემენტის” ამუშავების მიზნით, მან Chemexim International Ltd-სთან ერთობლივი საწარმო შექმნა.


HeidelbergCement-ი ახალ საწარმოში აქციების 75%-ის მფლობელი გახდა, ხოლო Chemexim International Ltd. – დანარჩენი 25%-ის.


HeidelbergCement-ის მზარდი დაინტერესება საქართველოს მიმართ მას შემდეგ გამოხატა, რაც მან 2006 წლის მაისში ცემენტის კომპანიის “ქართული ცემენტის“ აქციების 51% შეიძინა.


“ჩვენი სურვილია კავკასიის ბაზრის ზრდის პოტენციალით ვისარგებლოთ და ძლიერი ადგილი დავიმკვიდროდ ამ რეგიონის ბაზარზე“, – განაცხადა HeidelbergCement-ის მმართველი საბჭოს თავმჯდომარემ ბერნდ შიფელმა.


“საქცემენტი” ლიდერია ქართულ ბაზარზე და მისი 60% უკავია. ამასთან, კომპანია მეზობელ აზერბაიჯანს და სომხეთსაც ამარაგებს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button