skip to content
ახალი ამბები

გავრცელებული ინფორმაციით, ბუშმა და პუტინმა საქართველოზე იმსჯელეს

კრემლის წყაროს ინფორმაციით, აშშ–სა და რუსეთის პრეზიდენტებმა ჯორჯ ბუშმა და ვლადიმერ პუტინმა ჰანოიში გამართულ შეხვედრაზე რუსეთ–საქართველოს ურთიერთობებზე იმსჯელეს.


“ბუშმა სთხოვა საქართველოსთან მიმართებაში პოზიციის გამოხატვა და ვლადიმერ პუტინმა მოუყვა საქართველოს ხელისუფლების პრაქტიკულ ქმედებებზე, რომლებიც შეუძლებელს ხდის ნორმალურ დიალოგს, იწვევს შეშფოთებას სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში“, – იუწყება 21 ნოემბერს “რია ნოვოსტი“ კრემლის წყაროზე დაყრდნობით.


ამავე ცნობით, რუსეთის შეშფოთებას იწვევს საქართველოს მასიური შეიარაღება, სამხედრო ბიუჯეტის ზრდა და საომარი მოქმედებებისათვის პოტენციური მზადება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button