skip to content
ახალი ამბები

ევროპის საბჭოს მომხსენებელთა მისია თბილისს ეწვევა

დღეს თბილისს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის მომხსენებელთა მისია ეწვევა ლუკ ვან დენ ბრანდესა და მათიას ეორშის ხელმძღვანელობით. მათი მიზანია რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებისა და რუსეთიდან დეპორტირებულთა საკითხების შესწავლა. 


დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, პრემიერ–მინისტრთან და მთავრობის სხვა ოფიციალურ წარმომადგენლებთან.


ასევე მომხსენებელთა ჯგუფი შეხვედრებს გამართავს საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებთან, რუსეთიდან დეპორტირებულთა საკითხების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარესთან ნიკა გვარამიასთან,  არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან და რუსეთიდან დეპორტირებულ ქართველებთან.


ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წარმომადგენლების ვიზიტი 23 ნოემბერს დასრულდება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button