skip to content
ახალი ამბები

რუსულმა და ამერიკულმა მხარეებმა საქართველოს შიდა კონფლიქტები განიხილეს

დღეს მოსკოვში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს გრიგორი კარასინსა და აშშ–ს სახელმწიფო მდივნის მოადგილეს დანიელ ფრიდს შორის შეხვედრა შედგა, სადაც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის დარეგულირების საკითხები განიხილეს.


რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, რუსულმა მხარემ ხაზი გაუსვა საქართველოს მიერ კონფლიქტებთან დაკავშირებით არსებული შეთანხმებების დაცვისა და რეგიონული პრობლემების ძალისმიერი გზით გადაწყვეტაზე თბილისის მიერ უარის თქმის საჭიროებას.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button