skip to content
ახალი ამბები

ცისკარიშვილი: ღვინის ფალსიფიკაციასთან ბრძოლა აქტიურ ფაზაში შევიდა

სოფლის მეურნეობის ახალდანიშნული მინისტრის პეტრე ცისკარიშვილის განცხადებით, ღვინის ფალსიფიკაციასთან ბრძოლა აქტიურ ფაზაში შედის რუსული ემბარგოს პირობებში.


“ჩვენ არ გვაქვს არანაირი უფლება ქართული ღვინო ევროპულ, ამერიკის, ჩინეთის ან სხვა ყოფილ საბჭოთა ქვეყნების ბაზარზე შევიდეს უხარისხო ღვინით. ჩვენს ეროვნულ ინტერესებში შედის, რომ საექსპორტო ღვინო იყოს უმაღლესი ხარისხის და მან ადგილი დაიმკვიდროს ამ კონკურენტულ ბაზრებზე“, – განაცხადა დღეს გამართულ ბრიფინგზე პეტრე ცისკარიშვილმა.


მისი განცხადებით, დღეს ფინანსური პოლიციის შესვლა ახლადგახსნილ კომპანია “ბადაგონში“ განაპირობა კომპანიაში აღმოჩენილმა ღვინის ფალსიფიცირებულმა ნიმუშებმა.


“ფალსიფიკაციასთან ბრძოლაში ეს არ არის პირველი და არც ბოლო მაგალითი და გაგრძელდება ნებისმიერი  ქარხნის მიმართ, სადაც კი აღმოჩენილი იქნება  დარღვევით და უკანონოდ წარმოებული ღვინო“, – დასძინა ცისკარიშვილმა.


კომპანია “ბადაგონის“ ღვინის ქარხნის გახსნის ცერემონიას, რომელიც 12 მილიონი ევროს ოდენობის იტალიური ინვესტიციით აშენდა, 27 ოქტომბერს პრეზიდენტი სააკაშვილი დაესწრო და განაცხადა, რომ “ახლადგახსნილი ულტრათანამედროვე ქარხანა არის ძალიან მნიშვნელოვანი სიმბოლური ნაბიჯი“ საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის ემბარგოს ფონზე.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button