skip to content
ახალი ამბები

პრეზიდენტი სააკაშვილი ისრაელის ხელმძღვანელობას შეხვდა

პრეზიდენტმა სააკაშვილმა  ისრაელში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში 1 ნოემბერს შეხვედრები გამართა ისრაელის პრეზიდენტთან მოშე კაცავთან, პრემიერ-მინისტრს ეჰუდ ოლმერტთან და ქნესეთის სპიკერთან დალია იციკთან.


პრეზიდენტი ასევე შეხვდა ისრაელში ქართულ დიასპორას და იერუსალიმში შოთა რუსთაველის ბარელიეფის გახსნის ცერემონიას დაესწრო, სადაც სიტყვით გამოვიდა და ყურადღება კონფლიქტების მშიდობიანად მოგვარების განზრახვაზე გაამახვილა. 


“ჩვენ იმიტომ ვკარგავდით ყველაფერს, რომ სახელმწიფო არ გვქონდა. ჩვენ ვკარგავდით კონტროლს ტერიტორიებზე, რეპუტაციასა და პრესტიჟს, ხოლო ქართველების გარკვეულმა ნაწილმა საკუთარი ქვეყნით სიამაყის გრძნობა დაკარგა… დღეს საქართველო შეიცვალა. დღევანდელ საქართველოს მშვიდობიანი განზრახვები აქვს და წელში გამართული, მოტივირებული, კარგად გაწვრთნილი და აღჭურვილი შეიარაღებული ძალები ჰყავს. ამ საქართველოს ვერავინ ”გადაყლაპავს” და ამას ნურც ნურავინ შეეცდება… ებრაელები საუკუნეების განმავლობაში ამბობდნენ, რომ არ უნდა დაევიწყებინათ იერუსალიმი, რადგან მის გარეშე ყოფნა, მარჯვენის გარეშე დარჩენის ტოლფასია. ასევე არის ქართველებისთვის აფხაზეთი და სოხუმი. აფხაზეთის გარეშე დარჩენილი საქართველო, მარჯვენა ხელის გარეშე დარჩენილი ქვეყანაა. მარჯვენა ხელი, კი ჩვენ ძალიან გვჭირდება”, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.


პრეზიდენტის ორდღიანი ვიზიტი ისრაელში დღეს დასრულდება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button