We are on our way to becoming fully reader-funded. You can now SUBSCRIBE or DONATE to Civil.ge

ახალი ამბები

ძალადობრივი გზით ხელისუფლების შეცვლის მოწოდების გამო „ლელოს“ რამდენიმე კანდიდატმა პარტია დატოვა

ოპოზიციური კოალიცია „ლელო/ძლიერი საქართველოს“ რამდენიმე კანდიდატმა არჩევნების დღეს, 4 ოქტომბერს, სოციალურ ქსელში ანალოგიური პოსტები გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნა, რომ ძალადობრივი გზით ხელისუფლების შეცვლის მოწოდების გამო ისინი პარტიას ტოვებენ.

საპასუხოდ, „ლელომ“ უარყო ბრალდებები იმის თაობაზე, რომ ის „ქართული ოცნების“ ხელისუფლების შეცვლას ძალადობრივი გზით აპირებს, და მმართველი პარტია მის წინააღმდეგ წინასწარ დაგეგმილი და ორგანიზებული სპეცოპერაციის ჩატარებაში დაადანაშაულა.

This post is also available in: English

Back to top button