skip to content
ახალი ამბები

კოკოითი ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკებს სტუმრობს

სამხრეთ ოსეთის ლიდერი ედუარდ კოკოითი ყარაჩაი-ჩერქეზეთის რესპუბლიკაში ჩავიდა, სადაც 1 ნოემბერს რესპუბლიკის მეთაურს მუსტაფა ბატდიევს შეხვდა, იტყობინება საინფორმაციო სააგენტო “რეგნუმი“.


ყარაჩაი-ჩერქეზეთის ვიზიტი კოკოითის ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკებში მოგზაურობის ნაწილია. იგი უკვე ესტუმრა ჩრდილოეთ ოსეთის და ყაბარდო-ბალკარეთის რესპუბლიკებს. 


საინფორმაციო სააგენტო “აფსნიპრესის” ცნობით, 2 ნოემბერს ედუარდ კოკოითი აფხაზეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკას ეწვევა, სადაც დე ფაქტო პრეზიდენტთან სერგეი ბაღაფშთან გამართავს მოლაპარაკებებს.   

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button