skip to content
ახალი ამბები

ივანოვი: საქართველომ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის წინააღმდეგ შესაძლოა ძალა გამოიყენოს

რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი ივანოვმა ნატოს გენერალურ მდივანთან იააპ დე ჰოოპ სხეფერთან 26 ოქტომბერს მოსკოვში შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ საქართველო აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტების მოგვარების ძალისმიერი გზით მიდის.


“არსებობს ყველა ნიშანი იმის სათქმელად, რომ საქართველოს ხელმძღვანელობა შესაძლოა აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის პრობლემების სამხედრო მოგვარებისკენ გადაიხაროს. ეს ამ მცირე ერების მოქალაქეების უსაფრთხოებისთვის არაპროგნოზირებად შედეგებს გამოიწვევს“, – განაცხადა ივანოვმა. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button