skip to content
ახალი ამბები

კონსტიტუციური რეფორმების ახალი ჯგუფი შეიქმნა

დღეს გაიმართა კონსტიტუციური რეფორმების ახალი ჯგუფის პრეზენტაცია, რომლის მიზანია ახალი კონსტიტუციური პროექტის შექმნა, სადაც ხელისუფლების შტოებს შორის დემოკრატიული ბალანსისა და ურთიერთკონტროლის პირობებში ადამიანის უფლებები იქნება გარანტირებული.


ახლდაშექმნილი ჯგუფში გაერთიანდნენ სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები: ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელი ანა დოლიძე; პარლამენტარი კონსერვატიული პარტიიდან კახა კუკავა, დამოუკიდებელი დეპუტატი კოკა გუნცაძე, რომელმაც ცოტა ხნის წინ დატოვა ახალი მემარჯვენეების რიგები; ოპოზიციონერი დეპუტატი გია თორთლაძე; საზოგადოებრივი ორგანიზაცია “თანასწორობის ინსტიტუტის“ წარმომადგენელი ლაშა ჩხარტიშვილი, მწერალი რატი ამაღლობელი და სხვები.


“ჩვენ მიგვაჩნია, რომ ამ ქვეყანაში მთავარი პრობლემა არის პოლიტიკური არასტაბილურობა, ხელისუფლებათა არალეგიტიმური ცვლა, ამიტომ ერთადერთი გამოსავალი არის ახალი კონსტიტუციის მიღება, სადაც ხელისუფლება იქნება დანაწილებული და ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიღებული იქნება  არა ერთი ადამიანის ნება–სურვილის მიხედვით, არამედ საზოგადოების მონაწილეობით და პოლიტიკური თანხმობით“, – განაცხადა კახა კუკავამ 26 ოქტომბერს.


“ჩვენი ალტერნატიული ინიციატივა –  საზოგადოება შეთანხმდეს ძალაუფლების დანაწილებაზე, ხელისუფლების შეზღუდვაზე, მიუკერძოებელი და დამოუკიდებეილი სასამართლოს ჩამოყალიბებაზე, ემსახურება მიზანს ამ ქვეყანაში დაცული იქნას ადამიანის სიცოცხლე და ღირსება… და ხელისუფლება არსებობდეს ადამიანისთვის და არა პირიქით“, – განაცხადა კოკა გუნცაძემ.  


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button