skip to content
ახალი ამბები

ირანს საქართველოსთან ეკონომიკური ურთიერთობების გაფართოება სურს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან გელა ბეჟუაშვილთან 22 ოქტომბერს გამართულ შეხვედრაზე ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა მანუჩერ მოთაქიმ ხაზი გაუსვა ირანსა და საქართველოს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაფართოების საჭიროებას, კერძოდ ენერგეტიკისა და ტრანსპორტის სფეროებში, იტყობინება საინფორმაციო სააგენტო “ირნა“.


შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ მოლაპარაკებების დროს მათ პოლიტიკის, ეკონომიკის და კულტურის სფეროებში არსებულ ურთიერთობებზე იმსჯელეს. მან იქვე დასძინა, რომ ირანის ნავთობის მინისტრი და საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი, რომელიც ასევე სტუმრობს ირანს, ეკონომიკურ და ენერგო საკითხებზე გამართავენ შეხვედრას. 


“იმის გათვალისწინებით, რომ ირანი არის ჩრდილოეთ-სამხრეთ დერეფნის წევრი, ხოლო საქართველო აღმოსავლეთ-დასავლეთ დერეფნის წევრი, ორ ქვეყანას აქვს შესაძლებლობა გააღრმავოს თანამშრომლობა ეკონომიკის სფეროში“, – განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა.


ირანული გაზის საქართველოში ექსპორტის კავშირზე რუსეთსა და ირანს შორის ბირთვულ საკითხებზე ურთიერთობებთან, მინისტრმა აღნიშნა, რომ ბირთვული საკითხი ცალკე შემთხვევაა და მას არაფერი აქვს საერთო გაზის ექსპორტთან.


ირანელმა მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ ირანის ბირთვული საკითხი სავსებით ნათელია, თან იქვე დასძინა, რომ ირანის მთავრობას რუსეთთან და საქართველოსთან ფართო თანამშრომლობა აკავშირებს, რაც არ უნდა იქნას განხილული სხვა სახელმწიფოებთან ურთიერთობების საწინააღმდეგოდ, იტყობინება “ირნა“.


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გელა ბეჟუაშვილი და ენერგეტიკის მინისტრი ნიკა გილაური ირანში 22 ოქტომბერს გაემგზავრნენ, სადაც ირანის ოფიციალურ წარმომადგენლებთან ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის და ზამთრის პერიოდში ირანული გაზის და ელექტროენერგიის იმპორტის საკითხებს განიხილავენ. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button