skip to content
ახალი ამბები

სააკაშვილი: მზად ვართ რუსეთთან დაძაბულობა “ორმხრივ ფორმატში“ განიმუხტოს

პრეზიდენტმა სააკაშვილმა 9 ოქტომბერს განაცხადა, რომ საქართველოს “რუსეთთან კარგი ურთიერთობები“ სურს და კიდევ ერთხელ გამოხატა მზადყოფნა ნებისმიერ დროს შეხვდეს თავის რუს კოლეგას ვლადიმერ პუტინს. 


“ჩვენ გვინდა, რომ რუსეთთან პრობლემები ორმხრივ ფორმატში მოვაგვაროთ… ჩვენ რუს ხალხთან გასაყოფი არაფერი არ გვაქვს“, – განაცხადა სააკაშვილმა საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე.


თუმცა, პრეზიდენტ პუტინის მრჩეველმა 9 ოქტომბერს განაცხადა, რომ მაღალი დონის მოლაპარაკებების გამართვის საჭიროება არ არსებობს.


სააკაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ანტიქართული კამპანია რუსეთში “არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთელი მსოფლიოს პრობლემაა”.

მისი თქმით, ის შეფასება, რომ რუსეთში დაახლოებით 1 მილიონი ქართველი ცხოვრობს, გადაჭარბებულია. “რუსეთში 250-300 ათასი ქართველი ცხოვრობს“, – განაცხადა სააკაშვილმა.


დანარჩენები ქართული წარმოშობის რუსეთის მოქალაქეები არიან, “თუმცა, მე მზად ვარ მათ საქართველოს მოქალაქეობა მივანიჭო და მათ შეუძლიათ საქართველოში იცხოვრონ“.   

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button