
ახალი ამბები
კოდორში მონიტორინგის დაწყების შესახებ კონსულტაციები მიმდინარეობს
კოდორის ხეობაში/ზემო აფხაზეთი მონიტორინგის დაწყების თარიღის შესათანხმებლად მიმდინარეობს კონსულტაციები რუს სამშვიდობოებს, ქართულ მხარესა და გაეროს დამკვირვებლებს შორის, განუცხადა “ინტერფაქსს” აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში განლაგებული დსთ-ს კოლექტიური სამშვიდობო ძალების მეთაურმა სერგეი ჩაბანმა 3 ოქტომბერს.
“კოდორის ხეობაში გაეროს დამკვირვებლების და დსთ-ს სამშვიდობო ძალების მიერ მონიტორინგის დაწყების თარიღი ჯერ დადგენილი არ არის“, -დასძინა ჩაბანმა.
2 ოქტომბერს ქართულმა მხარემ თანხმობა განაცხადა კოდორის ხეობის მონიტორინგში რუსმა სამშვიდობოებმაც მიიღონ მონაწილეობა.