“ახალი მემარჯვენეები” რუსეთ–საქართველოს დაძაბულ ურთიერთობებზე კომენტარს აკეთებენ
ოპოზიციური პარტიის “ახალი მემარჯვენეების“ ლიდერი დავით გამყრელიძე ბოლო დროს საქართველო-რუსეთს შორის გამწვავებული ურთიერთობების საპასუხოდ საქართველოს პრეზიდენტს რუსი სამშვიდობოების მანდატის შეწყვეტას და დსთ–დან გამოსვლის გადაწყვეტილებების მიღებას ურჩევს.
“პრეზიდენტმა უნდა მიიღოს ჩვენი ქვეყნისთვის ორი უმნიშვნელოვანესი გადაწყევტილება: ერთი, როგორც სუვერენული სახელმწიფოს მეთაურმა, ცალმხრივად შეუწყვიტოს რუსს სამშვიდობოებს საქართველოს ტერიტორიაზე, როგორც აფხაზეთში, ისე ცხინვალში მოქმედების მანდატი და მეორე, მიიღოს ოფიციალური გადაწყვეტილება დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობიდან საქართველოს გამოსვლის შესახებ“, – განაცხადა 3 სექტემბერს გამართულ პრესკონფერნციაზე დავით გამყრელიძემ.
მისი თქმით, ამ გადაწყვეტილებების მიღების პრეროგატივა საქართველოს კონსტიტუციით მხოლოდ პრეზიდენტს ენიჭება.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)