skip to content
ახალი ამბები

“ახალი მემარჯვენეები” რუსეთ–საქართველოს დაძაბულ ურთიერთობებზე კომენტარს აკეთებენ

ოპოზიციური პარტიის “ახალი მემარჯვენეების“ ლიდერი დავით გამყრელიძე ბოლო დროს საქართველო-რუსეთს შორის გამწვავებული ურთიერთობების საპასუხოდ საქართველოს პრეზიდენტს რუსი სამშვიდობოების მანდატის შეწყვეტას და დსთ–დან გამოსვლის გადაწყვეტილებების მიღებას ურჩევს.  


“პრეზიდენტმა უნდა მიიღოს ჩვენი ქვეყნისთვის ორი უმნიშვნელოვანესი გადაწყევტილება: ერთი, როგორც სუვერენული სახელმწიფოს მეთაურმა, ცალმხრივად შეუწყვიტოს რუსს სამშვიდობოებს საქართველოს ტერიტორიაზე, როგორც აფხაზეთში, ისე ცხინვალში მოქმედების მანდატი და მეორე, მიიღოს ოფიციალური გადაწყვეტილება დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობიდან  საქართველოს გამოსვლის შესახებ“, – განაცხადა 3 სექტემბერს გამართულ პრესკონფერნციაზე დავით გამყრელიძემ.


მისი თქმით, ამ გადაწყვეტილებების მიღების პრეროგატივა საქართველოს კონსტიტუციით მხოლოდ პრეზიდენტს ენიჭება. 



 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button