skip to content
ახალი ამბები

ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე “გაყინული კონფლიქტების“ მოგვარებისკენ მოუწოდებს

ეუთოს მოქმედმა თავმჯდომარემ, ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა კარელ დე გუხტმა 28 სექტემბერს პოლიტიკურ ლიდერებს მოუწოდა აიღონ პასუხისმგებლობა “გაყინული კონფლიქტების“ მოგვარებაში დახმარების მიზნით, რომლებიც შესაძლოა ნებისმიერ დროს გაღვივდეს.


ეუთოს მოქმედმა თავმჯდომარემ, რომელიც ეუთოს მუდმივმოქმედი საბჭოს სხდომაზე გამოვიდა სიტყვით, განაცხადა, რომ “დაძაბულობა სამხრეთ კავკასიაში კვლავ მაღალია –  სამწუხაროდ, ასეა“.


“გაყინული კონფლიქტები გვახსენებს, რომ მშვიდობა არასდროს არ არის მუდმივი, ეს არის ის, რაც ყურადღებას ყოველდღიურად საჭიროებს“, – განაცხადა მან.


ბელგია – რომელიც წელს ეუთოს თავმჯდომარე ქვეყანაა – უკვე შეეცადა ეუთოს სივრცეში მოუგვარებელი კონფლიქტების გადაწყვეტაში დახმარებას, თუმცა “უნდა ითქვას, სამწუხაროდ, რომ მას მნიშვნელოვანი შედეგებისთვის არ მიუღწევია“, – განაცხადა გუხტმა.


ეუთოს მოქმედმა თავმჯდომარემ განაცხადა, რომ კონფლიქტების მოგვარების გეგმა კარგადაა ცნობილი და მათი მოგვარების ელემენტები უკვე წარმოდგენილია. მთავარი პოლიტიკური ნება იყო, დასძინა მან.


“ამრიგად, მოვუწოდებ დაინტერესებული ქვეყნების პოლიტიკურ ხელმძღვანელობას, როგორც არ უნდა იყვნენ ისინი ჩართული ამ კონფლიქტებში, გამოიჩინონ შორსმჭვრეტელობა და აიღონ თავის თავზე პასუხისმგებლობა“, – განაცხადა კარელ დე გუხტმა.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button