skip to content
ახალი ამბები

რუსეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემას წყვეტს

რუსეთის საელჩო თბილისში 28 სექტემბრიდან საქართველოს მოქალაქეებითვის რუსული ვიზების გაცემას წყვეტს, განუცხადა რუსეთის საელჩოს პრეს-მდივანმა მიხეილ სვირინმა „რია ნოვოსტის“.


მან ხაზი გაუსვა, რომ ვიზების გაცემა წყდება საქართველოს ყველა მოქალაქისთვის გამონაკლისის გარეშე, თუმცა ამ გადაწყვეტილების მიზეზები არ დააკონკრეტა.


რუსეთის ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა საქართველოს მიერ გუშინ რუსი სამხედრო ოფიცრების დაპატიმრება. ყველა მათგანს შპიონაჟში ედება ბრალი.


რუსეთის ხელისუფლებამ უკვე დაადანაშაულა საქართველო რუსეთის პროვოცირებაში და დაკავებულთა დაუყონებლივ გათავისუფლება მოითხოვა.  


 


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button