skip to content
ახალი ამბები

გავრცელებული ინფორმაციით, ნატო საქართველოს ინტენსიურ დიალოგს შესთავაზებს

ნატომ გადაწყვიტა საქართველოსთან ინტენსიურ დიალოგზე გადავიდეს, განუცხადა უცნობმა წყარომ ალიანსიდან “როიტერს“ 18 სექტემბერს.


ნატოსთან ინტენსიური დიალოგი განიხილება როგორც ნატოს წევრობის სამოქმედო გეგმაში მიწვევის წინაპირობა, რომელიც თავის მხრივ პირდაპირი გზაა ნატოს წევრობისკენ.


საბოლოო გადაწყვეტილება, სავარაუდოდ, ნიუ-იორკში 21 სექტემბერს ნატოს წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე იქნება მიღებული.


“ჩვენ ნათლად განვუცხადეთ [საქართველოს], რომ ამ ნაბიჯს მოყვება უფრო მეტი პასუხისმგებლობა. მან ახლა არ უნდა გააფუჭოს ყველაფერი კრიზისით“, – განუცხადა უცნობმა წყარომ ალიანსიდან “როიტერს“, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button