skip to content
ახალი ამბები

აშშ გმობს დნესტრისპირეთის რეფერენდუმს

18 სექტემბერს გავრცელებულ განცხადებაში აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ ის არ აღიარებს კვირას დამოუკიდებლობის თაობაზე დნესტრისპირეთში გამართულ რეფერენდუმს.   


“საერთაშორისო საზოგადოებამ ნათლად აღნიშნა, რომ დნესტრისპირეთი მოლდოვას ნაწილია და დნესტრისპირეთის რეჟიმის გუშინდელი [17 სექტემბრის] მცდელობები არ შეიძლება ჩაითვალოს სხვა რამედ, თუ არა მოლდოვში დესტაბილიზაციის მცდელობად“, – ნათქვამია განცხადებაში.


ცოტა ხნის წინ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოუწოდა დასავლეთის ქვეყნებს არ უგულვებელყონ რეფერენდუმის შედეგები.


ანალოგიური რეფერენდუმი 12 ნოემბერს სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაშიც იგეგმება.


სამხრეთ ოსეთის სეპარატისტულმა ხელისუფლებამ 18 სექტემბერს განაცხადა, რომ დნესტრისპირეთის რეფერენდუმი მათთვის მაგალითი უნდა გახდეს.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button