skip to content
ახალი ამბები

“მრეწველებმა“ თბილისის მერობის კანდიდატად თოფაძე დაასახელეს

ოპოზიციური პარტია “მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“ ლიდერის გოგი თოფაძის განცხადებით, პარტიის პოლიტიკური საბჭო მის კანდიდატურას თბილისის მერის პოსტზე წარადგენს.
 
თოფაძის თქმით, 5 ოქტომბერს თვითმმართველობის არჩევნებში პარტია მონაწილეობას დამოუკიდებლად მიიღებს.
 
გოგი თოფაძის თქმით, არჩევნებში ოპოზიციური პარტიებთან ერთიანი გუნდით გამოსვლის შესახებ შეთანხმება ვერ შედგა.
 
“გვინდოდა ერთი გუნდად გამოსვლა, მაგრამ რამოდენიმე პოლიტიკური პარტიის ლიდერმა ჩათვალა, რომ მარტო უნდა იყაროს კენჭი, ზოგს კი არ უნდოდა საერთოდ მონაწილეობა, ვერ შევთანხმდით და ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ მარტო მივიღოთ მონაწილეობა“, – განაცხადა 30 აგვისტოს პრესკონფერენციაზე გოგი თოფაძემ.
 
ჯერ-ჯერობით საკუთარი კანდიდატურები თბილისის მერის პოსტზე არ დაუსახელებიათ “ახალ მემარჯვენეებს“, რომლებიც ამ საკითხზე მოლაპარაკებებს ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილთან აწარმოებენ. უცნობია ასევე “კონსერვატორების“ და “რესპუბლიკელების“ საბოლოო გადაწყვეტილება.
 
უკვე დიდი ხანია რაც კანდიდატურები წამოაყენეს მმართველმა პარტიამ – გიგი უგულავა და ახლად შექმნილმა ოპოზიციურმა პარტიამ “საქართველოს გზამ” – სალომე ზურაბიშვილი.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button