skip to content
ახალი ამბები

კოდორში სროლები არ ფიქსირდება, პოლიცია კი სოფლების ჩხრეკას განაგრძობს

გავრცელებული ინფორმაციით, სამთავრობო ძალებმა 27 ივლისს დილით კოდორის ხეობის სოფლებში ჩხრეკის ოპერაციები განაახლეს.


ღამის განმავლობაში სროლები არ დაფიქსირებულა, რადგანაც ქართული მედიის ცნობით, ემზარ კვიციანი და მისი გასამხედროებული ჯგუფის „მონადირის“ დაახლოეობით 50-60 მებრძოლი უშიშროების ძალებს სოფლების ჩხალთას და ზემო აჟარას მახლობლად გამოქვაბულში ჰყავთ მომწყვდეული.


გავრცელებული ინფორმაციით, 27 ივლისს ღამე ცუდი ამინდის გამო ხელისუფლებამ ვერ შეძლო ორი ადამიანის ჰოსპიტალიზაცია ხეობიდან.


26 ივლისს ოფიციალური პირები აცხადებდნენ, რომ საპოლიციო ოპერაცია ხეობაში ხუთშაბათს დასრულდებოდა. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button