skip to content
ახალი ამბები

კამინინი: პუტინისა და სააკაშვილის საუბარი შესაძლოა მომავალში შედგეს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის მიხეილ კამინინის განცხადებით, 21–22 ივლისს დსთ–ს არაფორმალური სამიტის გრაფიკი “კოლექტიური“ შეხვედრებით იმდენად იყო გადატვირთული, რომ პრეზიდენტების სააკაშვილისა და პუტინის ორმხრივი შეხვედრის შესაძლებლობა ვერ გამოიძებნა.

სწორედ ამ მიზეზით პრეზიდენტმა სააკაშვილმა დღეს მოსკოვში გამგზავრებაზე უარი თქვა.


კამინინმა დაადასტურა, რომ 13 ივნისს სანკტ–პერეტბურგში სააკაშვილი–პუტინის ბოლო შეხვედრის დროს დაიდო დიალოგის გაგრძელების პირობა.


“ასეთი საუბარი სააკაშვილთან, როგორც ჩვენ ვვარაუდობთ, შეიძლება მომავალში შედგეს“, – დასძინა მან.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button