skip to content
ახალი ამბები

კოკოითი: სამხრეთ ოსეთი მზად არის თავდასხმა მოიგერიოს

თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის ლიდერმა ედუარდ კოკოითმა 19 ივლისს ტელეკომპანია “როიტერთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ ღია აგრესიის შემთხვევაში საქართველო “მკაცრ პასუხს“ მიიღებს.


მისი თქმით, რუსეთის სამშვიდობო ძალები და სამხრეთ ოსეთის ჯარები “ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ სიტუაცია კონტროლს ექვემდებარებოდეს… მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ საქართველო მუდმივად ცდილობს ვითარების დესტაბილიზაციას და პროვოკაციების მოწყობას“.  


ინტერვიუში კოკოითმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ რეგიონს სურს რუსეთის ფედერაციაში ინტეგრირება.


 



 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button