skip to content
ახალი ამბები

პუტინი: რუსეთის გეგმებში არ შედის სხვა ტერიტორიების მიერთება

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთის გეგმებში არასოდეს შედიოდა და არც დღეს არ შედის მის ფარგლებს გარეთ არსებული ტერიტორიების მიერთება, იუწყება “რია ნოვოსტი“ 2 ივნისს.


ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა დიდი რვიანის ქვეყნების ჟურნალისტებთან შეხვედრაზე განაცხადა.


მისი თქმით, კონფლიქტების მოგვარებისადმი ერთიანი მიდგომა უნდა არსებობდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ქაოსი გაჩნდება.


პუტინის განცხადებით, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მოსახლეობისათვის რთული იქნება იმის ახსნა, თუ რატომ არ შეუძლიათ მათ გამოეყონ საქართველოს, ხოლო ალბანელებს სერბებისაგან გამოყოფა შეუძლიათ.


რუსეთის პრეზიდენტმა ჩერნოგორიას “საჩვენებელი მაგალითი” უწოდა და განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია პრიორიტეტის განსაზღვრა – არის ეს ტერიტორიული მთლიანობის დაცვა, თუ რთულად განსაზღვრადი გაგება ისტორიული სამართლიანობისა და პოლიტიკური მიზანშეწონილობის შესახებ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button