skip to content
ახალი ამბები

სოფლის მეურნეობის მინისტრი მოსკოვში მიემგზავრება

სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრი მიხეილ სვიმონიშვილი მოსკოვში ჩასვლას გეგმავს, სადაც ადგილზე გაარკვევს ვითარებას რუსეთის სოფლის მეორნეობის სამინისტროს მიერ საქართველოდან სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის რუსეთში იმპორტზე დროებითი შეზღუდევბის დაწესებასთან დაკავშირებით.


დღეს მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა პირადად დაავალა სოფლის მეურნეობის მინისტრს ვითარებაში გარკვევა.


„ჩვენ ვიღებთ წინააღმდეგობრივ ინფორმაციას, ერთის მხრივ თითქოს არის შეზღუდვები, მეორე მხრივ პრაქტიკული შემთხვევა ამ შეზღუდვების ჩვენ არ გვაქვს“, – განაცხადა ზურაბ ნოღაიდელმა.


რუსულმა მხარემ თავისი გადაწყვეტილება “ფიტოსანიტარული პრობლემების“ და საქართველოს მიერ “საერთაშორისო და რუსეთის სანიტარული მოთხოვნების“ დარღვევით ახსნა.


სოფლის მეურნეობის მინისტრის მიხეილ სვიმონიშვილის განცხადებით, საქართველო ექსპორტს სხვადასხვა ქვეყენაში აწარმოებს და „არც ერთ ქვეყანაში ამ მხრივ პრობლემა არ შექმნია“.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button