skip to content
ახალი ამბები

ბაღაფში აფხაზეთში ნავთობის ძიების მიზნით რუსულ ენერგოკომპანიებთან აწარმოებს მოლაპარაკებებს

თვითგამოცხადებული აფხაზეთის ხელისუფლება დე ფაქტო პრეზიდენტის სერგეი ბაღაფშის ხელმძღვანელობით მოლაპარაკებებს მართავს სხვადასხვა რუსულ ნავთობკომპანიებთან შავი ზღვის შელფზე ნავთობის საძიებო სამუშოების ჩატარების მიზნით, იუწყება 16 სექტემბერს “აფსნიპრესი“.


“აფხაზეთს ნავთობის სერიოზული მარაგი აქვს. 1996 წლიდან ჩვენ ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს რუსულ კომპანიებთან შავი ზღვის შელფის გამოკვლევის თაობაზე“, –განაცხადა დე ფაქტო პრეზიდენტმა სერგეი ბაღაფშმა.


მისი თქმით, ნავთობის საბადოები სანაპირო ზოლიდან 9–10 კმ–შია განლაგებული.


“ვფიქრობ, რომ მომავალი წლის გაზაფხულზე რუსულ კომპანიებთან მოლაპარაკებები გადამწყვეტ ფაზაში შევა“, – დასძინა ბაღაფშმა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button