skip to content
ახალი ამბები

Çelebi Group-ი აეროპორტის რეკონსტრუქციას აღარ განახორციელებს

თურქულმა კომპანია Çelebi Group-მა, რომელმაც თბილისის აეროპორტის რეკონსტრუქციისთვის გამოცხადებულ ტენდერში გაიმარჯვა, ეკონომიკური განვითარების სამინისტროში ფინანსური გარანტიების შესახებ დოკუმენტი მიცემულ ვადაში, 2 სექტემბრამდე  ვერ წარმოადგინა. ამის გამო კომპანიას ჩამოერთვა უფლება განახორციელოს აეროპორტის რეკონსტრუქცია.


ეკონომიკური განვითარების მინისტრის ირაკლი ჩოგოვაძის ინფორმაციით, უკვე არსებობს სხვა თურქული კომპანიები “ტავი“ და “ურბანი“, რომელთაც სურვილი გამოთქვეს  თბილისის აეროპორტის რეკონსტრუქცია ერთობლივად განახორციელონ.


“ამ კომპანიებმა წარმოადგინეს 6,2 მლნ დოლარის უპირობო საბანკო გარანტია და გამოთქვეს მზადყოფნა საკუთარი სახსრებით სრულად დააფინანსონ აღნიშნული პროექტი“, განუცხადა 3 სექტემბერს ჟურნალისტებს ეკონომიკური განვითარების მინისტრმა ირაკლი ჩოგოვაძემ.


მოლაპარაკებები ახალ კომპანიებთან სავარაუდოდ 5-6 სექტემბერს დასრულდება. 


თურქულმა კომპანია Celebi Group-მა, ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიერ 16 მაისს თბილისის აეროპორტის რეკონსტრუქციისთვის გამოცხადებულ ტენდერში ამერიკულ კომპანია A&J-ს და ლუქსემბურგში განთავსებულ Gestion en Technique Speciale (GTS)-თან ერთად გაიმარჯვა, თუმცა მოგვიანებით სამი კომპანიისგან შექმნილ კონსორციუმს ორი –  ამერიკული და ლუქსემბურგში არსებული კომპანია ფინანსური გარანტიების წარმოუდგელობის გამო გამოეთიშა. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button