skip to content
ახალი ამბები

თბილისი მოსკოვისაგან ტერაქტების მონაწილეთა დაკავებაში დახმარებას ელის

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოთქვამს იმედს, რომ რუსეთის კომპეტენტური ორგანოები გაუწევენ აუცილებელ დახმარებას ქართველ კოლეგებს იმ პირების დაკავებაში, რომლებიც ღებულობდნენ უშუალო მონაწილეობას ტერორისტული აქტების დაგეგმვასა და განხორციელებაში საქართველოს ტერიტორიაზე.


ქართულმა სპეცსამსახურებმა დააკავეს გორში 1 თებერვალს განხორციელებული ტერორისტული აქტის, რომლის შედეგად  სამი პოლიციელი დაიღუპა,  უშუალო შემსრულებლები.  ასევე დადგენილია რუსეთის ტერიტორიაზე გაწვრთნილი დივერსიული ჯგუფის სხვა წევრთა ვინაობა, რომლებმაც 2004 წლის შემოდგომაზე განახორციელეს საქართველოს ტერიტორიაზე ტერორისტული აქტების სერია. შესაბამისი მასალები გადაეცა რუსული მხარის ოფიციალურ წარმომადგენლებს.


“საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ასევე თვლის აუცილებლად განაცხადოს, რომ საქართველო არ არის დაინტერესებული კონფრონტაციაში, სიტუაციის დაძაბვაში ცხინვალის რეგიონსა და ქართულ-რუსულ ურთიერთობებში მთლიანად. საქართველო მზად არის თანამშრომლობისათვის და ელის რუსეთის მხარისაგან ადეკვატური ნაბიჯების გადადგმას“, ნათქვამია 27 ივლისს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


25 ივლისს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უარყო საქართველოს ბრალდებები გორის ტერაქტში რუსული სპეცსამსახურების მონაწილეობის თაობაზე.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button