skip to content
ახალი ამბები

ბაღაფში თვითგამოცხადებული რესპუბლიკების ლიდერთა სამიტზე საუბრობს

გაზეთ “ვრემია ნოვოსტეი“–ში 15 ივლისს გამოქვეყნებულ ინტერვიუში სერგეი ბაღაფში აცხადებს, რომ ოთხი სეპარატისტული რეგიონის  – აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის, დნესტრისპირეთისა და მთიანი ყარაბაღის ლიდერები, რომელთა შეხვედრაც სოხუმში ივლისის ბოლოს იგეგმება, რუსეთისა და საერთაშორისო საზოგადოების მიმართ მიიღებენ მიმართვას, სადაც ხაზი გაესმება, რომ თვითგამოცხადებული რესპუბლიკების გარშემო სიტუაცია იძაბება.


“[სიტუაცია იძაბება] როგორც დნესტრისპირეთის, ისე სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის გარშემო“, აცხადებს თვითგამოცხადებული აფხაზეთის პრეზიდენტი.


მისი თქმით, სეპარატისტთა სამიტზე ძირითადად ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები განიხილება, “თუმცა საჭიროების შემთხვევაში იქნება სამხედრო თანამშრომლობაც“.


აგვისტოში აფხაზეთში დაგეგმილ ფართომასშტაბიან წრთვნებთან დაკავშირებულ კითხვაზე, ბაღაფშმა უპასუხა, რომ “ეს ჩვეულებრივი, გეგმიური წრთვნებია“.


“აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გარშემო სიტუაციის ანალიზით, ჩვენ საქართველოს, მისი ხელმძღვანელობის განწყობას ვხედავთ. ჩვენ ყველაფრისათვის მზად უნდა ვიყოთ და ამისთვის ვამზადოთ ჩვენი შეიარაღებული ძალები“, აცხადებს სერგეი ბაღაფში.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button