skip to content
ახალი ამბები

ქართველმა მესაზღვრეებმა აფხაზეთისკენ მიმავალი თურქეთის დროშის ქვეშ მცურავი გემი დააკავეს

3 ივლისს საქართველოს სანაპირო დაცვის ფოთის ბაზის საპატრულო კატარღამ საქართველოს ტერიტორიულ წყლებში, კერძოდ კი ბიჭვინთის ტრავერსზე თურქეთის დროშის ქვეშ მცურავი გემი “ტარიკ გუნერი“ დააკავეს. აღნიშნული გემი სოხუმის პორტში აპირებდა შესვლას, იტყობინება საზღვრის დაცვის დეპარტამენტის პრესსამსახური.

გემზე იმყოფება 8 უკანონო მგზავრი, რომლებიც თურქეთის მოქალაქეები არიან. გემი დატვირთულია კვების პროდუქტებითა და სამშენებლო მასალებით.


არსებული ფაქტების მიხედვით გემს შესაძლოა წაეყენოს საზღვრის უკანონო გადაკვეთის, კონტრაბანდის და მგზავრების უკანონო გადაყვანის ბრალდებები.


გემი ამჟამად გადაყვანილია ფოთის პორტის რეიდზე. მიმდინარეობს გამოძიება.

21 მაისს აღნიშნული გემი მას შემდეგ, რაც თვითგამოცხადებული აფხაზეთიდან უკან ბრუნდებოდა, ქართველმა მესაზღვრეებმა გააფრთხილეს არ განეხორციელებინა მომავლაში ანალოგიური მარშრუტი. მაშინ  “ტარიკ გუნერმა“ აფხაზეთში სამშენებლო მასალები შეიტანა.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button