ახალი ამბები

სასამართლომ რუსთაველის გამზირზე დაკავებულებს ადმინისტრაციული სასჯელი შეუფარდა

1 ივლისს საღამოს თბილისის საქალაქო სასამართლომ 30 ივნისს რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციაზე დაკავებული ათი პიროვნებიდან რვა დაკავებულს, რომელთა შორის არიან ოპოზიციური “ეროვნულ დემოკრატიული პარტიისა“ და “ახალი მემარჯვენეების“ წარმომადგენლებიც, რვადღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. მათ საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა ედებათ ბრალად.


ორ პიროვნებას, რომელთაგან ერთ–ერთი ძარცვაშია ეჭვმიტანილი და მეორე 30 ივნისს უზენაეს სასამართლოს დარბევაში მონაწილეობდა, ბრალს სისხლის სამართლის კოდექსის საფუძველზე წაუყენებენ.


ათივე დაკავებული 30 ივნისს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციის დროს პოლიციამ დააპატიმრა. მათ შორის არიან რიგითი მოქალაქეებიც.

Back to top button