
ახალი ამბები
ბაზებზე შეთანხმება არ შედგა, სააკაშვილი მოსკოვში არ ჩავა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა სალომე ზურაბიშვილმა 6 მაისს მოსკოვში რუს კოლეგასთან სერგეი ლავროვთან გამართული, ოთხსაათიანი, მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადა, რომ რუსეთის სამხედრო ბაზების საქართველოდან გაყვანის ვადებზე შეთანხმება ვერ მოხერხდა.
“ზეგ ვერ ჩავა პრეზიდენტი [მიხეილ სააკაშვილი] მოსკოვში, იმიტომ რომ ისეთი მნიშვნელოვანი არაფერი შეთანხმებულა, რაც ღირს მოსკოვში ჩასვლად. თანახმანი ვართ, რომ გავაგრძელოთ კიდევ მოლაპარაკებები”, განაცხადა ზურაბიშვილმა 6 მაისს “რუსთავი 2“–თან ინტერვიუში.
საქართველოს სურს, რომ რუსეთმა სამხედრო ბაზები 2008 წლის 1 იანვრისთვის გაიყვანოს, თუმცა მოსკოვი აცხადებს, რომ ეს არ არის საკმარისი დრო.