skip to content
ახალი ამბები

ცხინვალი ბუშის ვიზიტისთვის თბილისს ანტიოსური აქციის მზადებაში ადანაშაულებს

საქართველო ბუშის ვიზიტის წინ უპრეცედენტო პროვოკაციულ ზომებს მიმართავს ე. წ სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ, იუწყება თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ინფორმაციის და ბეჭვდის კომიტეტი 28 აპრილს.


დე ფაქტო ხელისუფლების უშიშროების პრეს–სამსახურზე დაყრდნობით კომიტეტი ასევე იტყობინება, რომ  ქართული მხარე კონფლიქტის ზონის ქართულ სოფლებში ჯორჯ ბუშის თბილისში ვიზიტისთვის ანტიოსური აქციების მოსაწყობად საორგანიზაციო სამუშაოებს ატარებს. ამასთან, კომიტეტის განცხადებით, აქციის მონაწილეებს ანაზღაურებაც ექნებათ, “ყველაფერი ეს ამერიკული თანხებით კეთდება“.


“მიზანი: საერთაშორისო თანამეგობრობის თვალში სამხრეთ ოსეთის დისკრედიტაციაა“, ნათქვამია ინფორმაციაში. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button