ახალი ამბები

სააკაშვილი მოლდოვას ეწვევა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 2 მარტს მოლდოვას ეწვევა.


საქართველოს პრეზიდენტის პრეს-სამსახურუს ცნობით, მიხეილ სააკაშვილი თავის მოლდაველ კოლეგასთან ვლადიმერ ვორონინთან შეხვედრის დროს ორმხრივი ურთიერთობების და სუუამის ფარგლებში თანამშრომლობის საკითხებს განიხილავს.


საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი წინ უსწრებს  მოლდოვაში 6 მარტს დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებს.


სააკაშვილი ყველა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებს შეხვდება, რათა თავიდან აიცილოს ვარაუდები იმის თაობაზე, რომ მისი ვიზიტი რომელიმე პოლიტიკური ძალის მხარდაჭერას ემსახურება.


სააკაშვილის ვიზიტამდე ერთი დღით ადრე მოლდოვას პრეზიდენტი ვლადიმერ ვორონინი 1 მარტს მოულოდნელად უკრაინას ეწვია და თავის უკრაინელ კოლეგასთან ვიქტორ იუშჩენკოსთან გამართა მოლაპარაკებები. 

Back to top button