ახალი ამბები

მოსკოვი აფხაზეთის დე ფაქტო პრემიერზე თავდასხმას გმობს

მოსკოვი თვითგამოცხადებული აფხაზეთის დე ფაქტო პრემიერ–მინისტრზე ალექსანდრე ანქვაბზე 28 მარტს განხორციელებულ შეიარაღებულ თავდასხმას გმობს და ამ ფაქტს  ქართულ–აფხაზური კონფლიქტის დარეგულირების პერსპექტივის დამძიმებისაკენ მიმართულ ქმედებად აფასებს. 


“ეს მიმართულია აფხაზეთში სიტუაციის დესტაბილიზაციისაკენ, სადაც ცოტა ხნის წინ საარჩევნო ვნებათაღელვის დასრულებას ვითარების ნორმალიზება მოჰყვა“, ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს 1 მარტის განცხადებაში.


რუსეთი, როგორც “შუამავალი“, მხარს უჭერს სოხუმის ახალი ხელისუფლების მცდელობას შეინარჩუნოს აფხაზეთში მშვიდობა და შეუდგეს მოლაპარაკებათა პროცესს ქართულ–აფხაზურის კონფლიქტის გადაწყვეტის მიზნით.


აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ახლადდანიშნული პრემიერ-მინისტრი ალექსანდრე ანქვაბი მასზე განხორციელებულ თავდასხმას 28 თებერვალს შემთხვევით გადაურჩა, როდესაც უცნობმა შეიარაღებულმა პირებმა მის მანქანას ცეცხლი გაუხსნეს. 



 

Back to top button