ახალი ამბები

კრწანისის სასწავლო ცენტრში 600 რეკრუტი გაივლის სწავლებას

დღეიდან თავდაცვის სამინისტროს კრწანისის ეროვნულ სასწავლო ცენტრში 600 რეკრუტი, რომელიც ფიზიკური ტესტირების საფუძველზე შეირჩა, საბრძოლო მომზადებას 9 კვირის განმავლობაში გაივლის.


რეკრუტებს სამხედრო სწავლებას აშშ-ს სამხედრო ინსტრუქტორების მიერ მომზადებული ქართველი სპეციალისტები ჩაუტარებენ. ისინი ძირითადად სამხედრო უნარ-ჩვევებს, იარაღის გამოყენებას და  სამხედრო ცხოვრების საფუძვლებს შეისწავლიან.


28 თებერვალს გახსნის ცერემონიალს საქართველოს შეიარაღებული ძალების  გენერალური შტაბის უფროსი ლევან ნიკოლეიშვილი და საქართველოში აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი პატრისია მოლერი დაესწრნენ.


 

Back to top button