ახალი ამბები

ქართველი და რუსი მესაზღვრეები სამუშაო შეხვედრას მართავენ

დღეს რუსეთის ფედერაციის დაღესტნის რესპუბლიკაში, დასახლებულ პუნქტ ბეშტაში რუსეთის ჩრდილოეთ კავკასიის რეგიონული სასაზღვრო სამმართველოსა და საქართველოს სასაზღვრო უწყების წარმომადგენელთა სამუშაო შეხვედრა გაიმართება.


საქართველოს საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ცნობით, შეხვედრის მიზანი მხარეებს შორის ოპერატიული ინფორმაციის გაცვლა და საზღვრის დაღესტნის მონაკვეთზე ურთირთქმედების გეგმის დაზუსტებაა.



 

Back to top button