
ახალი ამბები
“ნაციონალური მოძრაობის“ აჭარის წარმომადგენლობის წევრმა პარტია დატოვა
დავით ბაციკაძემ, “ნაციონალური მოძრაობის“ აჭარის წარმომადგენლობის ერთ-ერთმა წამყვანმა წევრმა 25 თებერვალს პარტია დატოვა. მისი წასვლის წინა დღეს “ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტთა ერთმა ჯგუფმა განაცხადა, რომ ისინი ტოვებენ პარტიას.
დავით ბაციკაძემ, რომელიც აჭარის პარლამენტში “ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე იყო, თავისი გადაწყვეტილების მიზეზად ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელობასთან და თბილისის პარტიული ოფისის ლიდერებთან განხეთქილება დაასახელა.