
ახალი ამბები
პრეზიდენტის პრეს-სპიკერი უარყოფს ინფორმაცია გილაურის შესაძლო გათავისუფლების თაობაზე
საქართველოს პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა ალანა გაგლოევამ უარყო ქართული მედიით გავრცელებული ინფორმაცია ენერგეტიკის მინისტრის ნიკა გილაურის შესაძლო გათავისუფლების თაობაზე და მას “უსაფუძვლო“ უწოდა.
“ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება; ამგვარად, ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ირაკლი ჩუბინიშვილი [პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი] ენერგეტიკის ახალ მინისტრად დაინიშნება ასევე არ არის მართალი“, განაცხადა ალანა გაგლოევამ.
25 თებერვალს დაგეგმილ მთავრობის სხდომაზე ნიკა გილაური ქვეყნის ენერგოსისტემის განვითარების ორწლიანი პროგრამის წარდგენას გეგმავს.