ახალი ამბები

ხაჯიმბას თქმით, ბაღაფში კანონს და ძალაუფლების გაყოფის შესახებ შეთანხმებას არღვევს

აფხაზეთის დე ფაქტო ვიცე-პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ “აფსნიპრესს” განუცხადა, რომ 24-25 თებერვალს განხორციელებული მინისტრების დანიშვნებით პრეზიდენტმა სერგეი ბაღაფშმა დაარღვია კანონი ვიცე-პრეზიდენტის უფლებამოსილების შესახებ და 2004 წლის 6 დეკემბერს მიღწეული შეთანხმება ძალაუფლების გაყოფის შესახებ.


დე ფაქტო ვიცე-პრეზიდენტის განცხადებით, ბაღაფშმა უარი თქვა ხაჯიმბას მიერ საგარეო საქმეთა და შინაგან საქმეთა მინისტრების და საბაჟოს უფროსის თანამდებობებზე წარდგენილ კანდიდატურებზე. მისი თქმით, შეთანხმებას მხოლოდ თავდაცვის მინისტრის – სულთან სოსნალიევის კანდიდატურაზე მიაღწიეს.


კითხვაზე, შეძლებს თუ არა იგი ბაღაფშთან თანამშრომლობის გაგრძელებას, ხაჯიმბამ განაცხადა, “ნამდვილად მინდა, რომ იმედი ვიქონიო“. 

Back to top button