
ახალი ამბები
იგორ ივანოვი: ვარდების რევოლუცია ევროპის საბჭოს და ეუთოს “ღირებულებებს და პრინციპებს ეწინააღმდეგება“
რუსეთის უშიშროების საბჭოს პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, საბჭოს მდივანი იგორ ივანოვი აცხადებს, რომ არ არსებობს იმის ვარაუდის საფუძველი, რომ საქართველოში და უკრაინაში განხორციელებული ცვლილებები დსთ-ის სხვა ქვეყნებზეც იმოქმედებს. “ეს არ არის ტენდენცია“, აღნიშნა ივანოვმა.
“მიგაჩნიათ, რომ საქართველოში ხელისუფლების შეცვლა ქუჩის აქციების გზით დემოკრატიაა? მიგაჩნიათ, რომ ხელისუფლების ამგვარი შეცვლა შეესაბამება ევროპის საბჭოსა და ეუთოს სხვადასხვა დოკუმენტებში მოცემულ ღირებულებებს და პრინციპებს?“, კითხულობს ივანოვი.
მისი თქმით, “დემოკრატია ნიშნავს არჩევნებში მონაწილეობას, სადაც ხალხს აქვს უფლება თავისუფლად გამოხატოს თავისი ნება“. მან აქვე დასძინა, რომ “დსთ-ში არავის სურს რევოლუციური მოვლენები, ყველას სტაბილურობის შენარჩუნება უნდა“.