ახალი ამბები

აშშ ქართული სამხედრო ობიექტების მშენებლობას დააფინანსებს

23 თებერვალს აშშ-ის ფინანსური მხარდაჭერით დაიწყო კრწანისის საწვრთნელ ცენტრში სამხედრო ობიექტების, მათ შორის 650 ჯარისკაცისთვის განკუთვნილი ხუთი ყაზარმის, მშენებლობა და სრულყოფა.


ეს ღონისძიება ხორციელდება აშშ-ის ფართომასშტაბიანი სამხედრო დახმარების პროგრამის ფარგლებში, რომლისთვისაც ამერიკულმა მხარემ 60,5 მილიონი დოლარი გამოყო.


“სტაბილურობის შენარჩუნების პროგრამა” ასევე ითვალისწინებს სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობის მისაღებად ქართველ სამხედროთა მომზადებას.     

Back to top button