
ახალი ამბები
სანაპირო დაცვა შესაძლოა საზღვაო ძალებს შეუერთდეს
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წყაროს ცნობით, სანაპირო დაცვა, რომელიც ამჟამად შინაგან საქმეთა სამინისტროს საზღვრის დაცვის დეპარტამენტის დაქვემდებარებაშია, შესაძლოა, საზღვაო ძალებს შეუერთდეს და თავდაცვის სამინისტროს დაექვემდებაროს.
იმავე წყაროს ცნობით, აღნიშნული საკითხი, რომელიც უცხოელ სამხედრო ექსპერტთა რეკომენდაციას წარმოადგენს, ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაზე იქნება განხილული.