ახალი ამბები

სააკაშვილი ევროკავშირის ელჩებს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 19 თებერვალს ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებთან გამართა მოლაპარაკებები.


ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა გიორგი ბარამიძემ, რომელიც ასევე დაესწრო მოლაპარაკებებს, განუცხადა ჟურნალისტებს, რომ პრეზიდენტმა ევროკავშირს რუსეთ-საქართველოს საზღვრის მონიტორინგის საქმეში დახმარება სთხოვა .


ეუთოს საზღვრის დაცვის მონიტორინგის მისია რუსეთ-საქართველოს საზღვრის ჩეჩნეთის, ინგუშეთისა და დაღესტნის მონაკვეთებზე მას შემდეგ შეწყდა, რაც რუსულმა მხარემ ვეტო დაადო მისიის მანდატის გაგრძელებას.


“15 მილიონი ევრო, რომელიც ამ ოპერაციის წლიურ ბიუჯეტს შეადგენს, შესაძლოა უკეთესად მოხმარდეს სხვა პროექტების განხორციელებას საქართველოში, მათ შორის ქართველი მესაზღვრეების მომზადებას“, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა 18 თებერვალს საქართველოში ვიზიტის დროს.


“რეალური მექანიზმებისა და მანდატის მქონე საერთაშორისო დამკვირვებლების ყოფნას საზღვარზე სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის“, განაცხადა გიორგი ბარამიძემ ევროკავშირის ელჩებთან გამართული მოლაპარაკებების შემდეგ.

Back to top button