
ახალი ამბები
ცხინვალი რუსეთს ბაზების განთავსებისთვის საკუთარ ტერიტორიას სთავაზობს
თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა მურატ ჯიოევმა განაცხადა, რომ ცხინვალი მზადაა საკუთარი ტერიტორია შესთავაზოს რუსეთს ბათუმსა და ახალქალაქში განლაგებულ სამხედრო ბაზების განსათავსებლად, რომლის გაყვანასაც თითქმის 5 წელია თბილისი ითხოვს მოსკოვისაგან.
“ჩვენ უკვე რამდენჯერმე გავაკეთეთ განცხადება და ახლაც ვიმეორებთ, რომ თუ ეს რუსეთისთვის მისაღები იქნება, სამხრეთ ოსეთი მზადაა შესთავაზოს საკუთარი ტერიტორია სამხედრო ბაზების განსათავსებლად“, განაცხადა 18 თებერვალს სააგენტო “რეგნუმთან” საუბარში მურატ ჯიოევმა.
სამხედრო ბაზების საკითხს ამჟამად თბილისში მყოფი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი საქართველოს ხელმძღვანელობასთან განიხილავს.