ახალი ამბები

აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება ირაკლი ალასანიას წინააღმდეგ გამოდის

აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი შამბამ განაცხადა, რომ ირაკლი ალასანია, რომელიც პრეზიდენტმა სააკაშვილმა 16 თებერვალს ქართულ-აფხაზური მოლაპარაკებების პროცესში მის პირად წარმომადგენლად დანიშნა, მიუღებელია აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებისთვის.


სერგეი შამბას განცხადებით, ალასანიას კანდიდატურა მიუღებელია, რადგანაც იგი ხელმძღვანელობს აფხაზეთის დევნილ მთავრობას. მისი “დანიშვნა პრეზიდენტის წარმომადგენლად ნიშნავს დევნილი მთავრობის ლეგიტიმიზაციას [აფხაზეთის ამჟამინდელი დე ფაქტო ხელისუფლების მიერ]“, აცხადებს “იტარ-ტასი” შამბას სიტყვებზე დაყრდნობით.   


 


 

Back to top button