ახალი ამბები

გაეროს გენერალური მდივნის მოადგილე აფხაზეთის დე ფაქტო ხელმძღვანელობას შეხვდა

სამშვიდობო ოპერაციების საკითხებში გაეროს გენერალური მდივნის მოადგილე ჟან მარი გიენო 16 თებერვალს აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ახალ პრეზიდენტს სერგეი ბაღაფშს და ვიცე-პრეზიდენტს რაულ ხაჯიმბას შეხვდა.


სერგეი ბაღაფშთან ერთად გამართულ პრეს-კონფერენციაზე ჟან მარი გიენომ განაცხადა, რომ მოლაპარაკებების დროს უსაფრთხოების, ეკონომიკური რეაბილიტაციის და დევნილთა დაბრუნების საკითხები იქნა განხილული, აცხადებს საინფორმაციო სააგენტო “აფსნიპრესი“.


თუმცა, სერგეი ბაღაფშმა დააკონკრეტა, რომ ქართველ დევნილთა დაბრუნების საკითხი არ ყოფილა განხილული. “ჩვენ მხოლოდ იმ დევნილთა უსაფრთხოების საკითხი განვიხილეთ, რომლებიც უკვე დაბრუნდნენ აფხაზეთში [კერძოდ, გალის რაიონში]“, აღნიშნა ბაღაფშმა.


დე ფაქტო პრეზიდენტის განცხადებით, სოხუმი მზად არის თბილისთან მოლაპარაკებები განაახლოს. “თუმცა, ეკონომიკური საკითხებით უნდა დავიწყოთ“, დასძენს იგი.


”არსებობს შესაძლებლობა წინ წავიწიოთ მოლაპარაკებებში, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არ მოხდება ზეწოლა აფხაზეთზე“, განაცხადა ბაღაფშმა.


 

Back to top button